მმართველი გუნდის წევრი ნინო წილოსანი „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანო იღებს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, ქვეყნის ინტერესებისთვის აუცილებელ კანონმდებლობას და შენ ყველაფერს აკეთებ ამის ხელშეშლისთვის, შემდგომ თითოეულ დეპუტატზე ახორციელებ თავდასხმას მათი ფსიქოლოგიური, ფიზიკური დაზიანების მიზნით, არ ერიდები არასრულწლოვანებს, ასაკოვნებს, არ აქცევ ყურადღებას არანაირ სტანდარტს, გამოდიხარ საზიზღარი მოწოდებით და ახალისებ ფაშიზმს, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გამოაშკარავებული უნდა იყოს და ეს პროცესი უნდა იყოს საჯარო“, – აღნიშნა წილოსანმა.
ცნობისთვის, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა: „ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს უკლებლივ ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში”.