მისივე თქმით,  პირველი ეს არის  – ყირგიზეთში მიღებული გამჭვირვალობის კანონის შემდეგ „სოროსის ფონდი”,  რომელმაც ქვეყანა დატოვა და მეორე – USAID-ის ერთ-ერთი პროექტი, რომელიც მცხეთის რაიონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გამოვლენის 6-თვიანი პროგრამა იყო.
„დღეს გახდა ცნობილი, რომ ერთ-ერთმა NGO-მ, „ფეა თრიიზმა”,  გამჭვირვალობის კანონის მომიზეზებით, ონში შეაჩერა ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის პროექტის განხორციელება, რომელსაც სრულად ონის მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს. ამ ფაქტმა ორი რამ შემახსენა…
პირველი – ყირგიზეთში მიღებული “გამჭვირვალობის კანონის” თანახმად, დეკლარირების  პირველივე მოთხოვნამდე ვერ მისული “სოროსის ფონდი”, რომელმაც ამჯობინა ქვეყნის დატოვება, რეესტრში თავისი ფინანსური დანახარჯებისა და მათი მიზნობრიობის გამჟღავნებას.
და მეორე მკაფიო მაგალითი – USAID-ის მიერ მეტად მნიშვნელოვანი ერთ-ერთი პროექტი: მცხეთის რაიონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გამოვლენის 6-თვიანი პროგრამა, რომელშიც ჩართული იყო ათამდე დარგობრივი ადგილობრივი კვალიფიციური მედიკოსი, რომელიც ნახევარი წლის განმავლობაში სოფელ-სოფელ ავლენდა ამ კატეგორიის პირებს და პირველადი დახმარების გარდა, მათ აღრიცხვას აწარმოებდა.
ამ საქმიანობაში ქართული NGO ქართველ სპეციალისტებს თვეში 300 ლარს ურიცხავდა. ანუ, 6-თვიანი პროგრამის ფარგლებში, საქმის რეალურ გამკეთებლებს ანაზღაურების სახით, სადღაც 18 ათასი ლარი ჩაურიცხეს ($6700). მე იმის წარმოდგენაც კი მზაფრავს, ამ ნახევარწლიან პროგრამაში, USAID-ს რამდენი ჰქონდა გამოყოფილი, რამდენი მიითვისა NGO-ს “სტაფმა” და სად წავიდა დანარჩენი თანხა.
მსგავსი ეჭვები რომ არ მაწუხებდეს, სწორედ ამისთვის შეიქმნა გამჭვირვალობის კანონი, რათა მათ შორის ისეთ მგრძნობიარე თემებს, როგორც შშმ პირებისთვის გაწეული დახმარებით სპეკულირებაა – ბოლო დაესვას. ონში მაგალითად, „ფეა თრიიზის” მიერ ბოლომდე ვერ მიყვანილ საქმეს წარმატებით გაუმკლავდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.
დიდი ალბათობით, მსგავსი სურათი გამოვლინდება ბევრ სხვა შემთხვევაშიც. ანუ, თუ მცხეთის რაიონში 6-თვიან კვალიფიციური სამედიცინო მომსახურე სპეციალისტებისთვის გაიმეტეს 6700 დოლარი, იგივე საქმიანობაში სამმაგი გასამრჯელო, რომ გამოეყო ადგილობრივ ან ცენტრალურ ბიუჯეტს, რა კოლოსალურ შედეგობრივ სხვაობას მივიღებდით გაკეთებულ საქმესა და კონკრეტული NGO-თვის გამოყოფილ თანხებს შორის,” – წერს დავით ქართველიშვილი.