აგროსფერო და კლიმატის ცვლილებები
კლიმატის ცვლილებამ პლანეტაზე არაერთ სფეროზე იქონია ნეგატიური გავლენა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობაა. დღეს სოფლის მეურნეობა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც აგროსფეროში ჩართული ადამიანები კლიმატის ცვლილების გარდა, არაერთი სხვა პრობლემის წინაშეც დგანან.
კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი საყურადღებო ინდიკატორია სეზონური ცვლილებები. მაგალითად, შეიცვალა ტემპერატურა და ნალექი სეზონების მიხედვით, რამაც ფერმერებისთვის შეცვალა ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო კალენდარი. საჭირო გახდა მისი გადახედვა და კორექტირება.
- ტემპერატურის მატება, ნალექის ცვლილება და სტიქიური მოვლენები, როგორებიცაა გვალვა და წყალდიდობა იწვევს მოსავლიანობისა დანაკარგებს ან საგრძნობ შემცირებას.
- კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს წყლის ხელმისაწვდომობაზეც. ინტენსიური წვიმები და ხანგრძლივი მშრალი პერიოდები ქმნის წყლის დეფიციტს ზოგიერთ რეგიონში და ზრდის წყალდიდობისა და ნიადაგის ეროზიის რისკებს.
- ნიადაგის ეროზიას და ორგანული ნივთიერებების დაკარგვას ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია ნიადაგის ნაყოფიერებაზე და შესაბამისად, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობაზე.
- უფრო თბილმა ტემპერატურამ და ნალექების ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მავნებლების, პათოგენების და სარეველების გავრცელებაზე. საჭირო ხდება ცვლილებები როგორც მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე საჭირო ხდება მცენარეთა ახალი კულტურების და ჯიშების განვითარება, რომლებიც მდგრადი იქნება საფრთხეების მიმართ.
როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა
პრობლემებთან გასამკლავებლად, საჭიროა მთავრობის მაქსიმალური ჩართულობა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, როგორც ფინანსური ინვესტიციების განხორციელებით, ისე კერძო ფერმერების მაქსიმალური მხარდაჭერით.
სახელმწიფო პროგრამების გარდა, ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები აქტიურად გასცემენ აგრო სესხებს, რაც ფერმერებს ეხმარება აღჭურვილობების, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების თუ სხვა რესურსების შეძენაში, რაც ზრდის პროდუქტიულობას და ამცირებს პოტენციურ ზარალს.
მთლიანობაში, კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის სოფლის მეურნეობას, რაც მოითხოვს სხვადასხვა ტიპის ზომების მიღებას მდგრადობის გასაზრდელად, სურსათის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის. საჭიროა სასოფლო-სამეურნეო სისტემების ადაპტაცია ახალ გარემო პირობებთან.