ახალაიას განაჩენს სასამართლო ხვალ გამოიტანს

   ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურის საჩივარზე ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ, 17:00 საათზე გამოაცხადებს. საჩივარი მოსამართლე შორენა ყავლაშვილმა განიხილა. საჩივარი ეხება ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის პლატონ მამარდაშვილის ციხიდან უკანონო გაყვანის ეპიზოდს. ციხის ბუნტის საქმეზე ახალაია საქალაქო სასამართლომ მხოლოდ მამარდაშვილის ნაწილში გაამართლა, დანარჩენ ნაწილებში კი იგი დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ბოლო დღეებში ახალაია 3 ნოემბერს შეიწყალა. პროკურატურამ კი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც ახალაია გამართლდა. საქმის პროკურორი რევაზ ნადოი სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საჩივრის დაკმაყოფილებას ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები