ლონდონში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე დაპირისპირების შედეგად სამი სამართალდამცველი დაშავდა

ლონდონში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე დაპირისპირების შედეგად სამი სამართალდამცველი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, პოლიციამ აქციის 40-მდე მონაწილე დააკავა, ისინი თავს ესხმოდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის პერსონალს, ცდილობდნენ გზის გადაკეტვას და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სამი სამართალდამცველიდან ერთ-ერთს შუშის ბოთლის მოხვედრის გამო სახის არეში მძიმე ჭრილობა აქვს მიღებული.

ცნობისთვს, მსვლელობა პალესტინის სოლიდარობის კამპანიისა და სხვა ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული. მედიის თქმით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა 8000-დან 10000-მდე იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები