შვედეთი უკრაინას 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს,, – მის შესახებ ინფორმაციას შვედეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნული პაკეტის ფარგლებში შვედეთი უკრაინას ASC 890 სადაზვერვო და საკონტროლო თვითმფრინავს, ჯავშანტრანსპორტიორებს, Rb 99 რაკეტებს და საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს.
შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პოლ იონსონის თქმით, ეს პაკეტი უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ ეს სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე შვედეთმა უკრაინის დასახმარებლად გამოყო.