მაკა ბოჭორიშვილი: უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენთვის ეგზისტენციალური საკითხია

საქართველოს სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება ეგზისტენციალური საკითხია.

„საქართველო ქვეყანაა, რომლის ორი რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს არ არის რაღაც ვირტუალური საფრთხე. ეს ძალიან მკაფიო საფრთხეა. ჩვენს ტერიტორიაზე ადგილი აქვს უცხოურ სამხედრო ყოფნას ჩვენი თანხმობის გარეშე. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის რა სურს საქართველოსგან და რა ინტერესია საქართველოს მიმართ ნებისმიერისგან. უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენთვის ეგზისტენციალური საკითხია. მნიშვნელოვანია არ შევქმნათ დამატებითი საფრთხეები ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები