ბუდუ ზივზივაძე: მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა გერმანიიდან თავაწეულები და რაც შეიძლება გვიან დავბრუნდეთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ავსტრიაში გაემგზავრა. წასვლამდე „კარლსრუეს“ თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ აეროპორტში განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ მზად არის.

„ევროპის ჩემპიონატისთვის მზად ვარ არა მარტო მე, არამედ მთელი გუნდი. ყველა ერთად მოვემზადებით ამ ისტორიული ტურნირისთვის. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გერმანიიდან თავაწეულები და რაც შეიძლება გვიან დავბრუნდეთ. რაც უფრო მეტს ვითამაშებთ, ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი იქნება“, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრები 28 მაისიდან ავსტრიის ქალაქ გეინბერგში მოემზადება. 9 ივნისს გუნდი პოდგორიცაში მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები