ნატოს გენერალური მდივანი: დროა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადახედონ შეზღუდვებს, რომლებიც უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მათი იარაღის გამოყენებაზე დაუწესეს
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დროა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადახედონ შეზღუდვებს, რომლებიც დაწესებული აქვთ უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმაზე იმ მოტივით, რომ ეს ომის ესკალაციას გამოიწვევს.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თავიანთი იარაღის შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული მთავრობების დონეზე უნდა მიიღონ.
„ზოგიერთ მოკავშირეს იარაღზე შეზღუდვები არ დაუწესებია. მჯერა, რომ დროა, დაწესებული შეზღუდვების გადახედვა მოხდეს, თუნდაც ომის განვითარების ფონზე, ომში ევოლუციის, რომელიც ახლა რეალურად მიმდინარეობს საზღვრების გასწვრივ და რაც კიდევ უფრო ართულებს მათთვის საკუთარი თავის დაცვას“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელების შეხვედრა მიმდინარეობს.
მისი თქმით, უკრაინელებისთვის რუსეთში, ფრონტის ხაზის მეორე მხარეს სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის უფლების მიცემა ლეგიტიმურია.