ვოლოდიმირ ზელენსკი: სამშვიდობო სამიტს პრეზიდენტი ბაიდენი სჭირდება, მის არყოფნას პუტინი ტაშის დაკვრით მიესალმება
სამშვიდობო სამიტს პრეზიდენტი ბაიდენი სჭირდება, მის არყოფნას პუტინი ტაშის დაკვრით მიესალმება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, პრეზიდენტი ბაიდენი იმ ლიდერებს სჭირდებათ, რომლებიც ამერიკის რეაქციას უყურებენ.
„მჯერა, რომ სამშვიდობო სამიტს პრეზიდენტი ბაიდენი სჭირდება და ეს სხვა ლიდერებს სჭირდებათ, როდესაც ისინი ამერიკის შეერთებული შტატების რეაქციას უყურებენ. მის არყოფნას – ამას პუტინი ტაშის დაკვრით მიესალმება, პირადად პუტინი ტაშს ფეხზე წამოდგომით დაუკრავს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ სურვილი გამოთქვა, რომ ჯო ბაიდენი შვეიცარიაში გასამართ სამშვიდობო სამიტს პირადად დაესწროს.
„მე ვიცი, რომ ამერიკა სამიტს მხარს უჭერს, მაგრამ მე და თქვენ არ ვიცით ის, თუ რა დონეზე. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება არ არის, აშშ-ში მცხოვრები ყველა ადამიანის მიმართ პატივისცემის მიუხედავად“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ინფორმაციისთვის, უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება.