ესტონეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინას რუსეთზე დარტყმის ნებართვა სჭირდება

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, ჰანო პევკური აცხადებს, რომ უკრაინას დასავლელი მოკავშირეების მიერ მოწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების დარტყმის უფლება უნდა მიეცეს.

მისი თქმით, უკრაინას უნდა ჰქონდეს ყველა შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი ქვეყანა და ხალხი.

ამასთან, ესტონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინა საკუთარი წარმოების იარაღის გამოყენებით უკვე ახორციელებს დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე.

”უკრაინას საკუთარი დრონები აქვს, რომლებიც ფრონტის ხაზის გარეთ თავის სამიზნეებს ხვდება, მტრის ზურგში ძალიან ღრმად, 1 000 კილომეტრზე მეტ მანძილზე, ასე რომ, რა თქმა უნდა, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა ქვეყანა, რომელსაც აქვს შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, მისცემს ნებართვას უკრაინასაც, რადგან არ არის ნორმალური, როდესაც რუსეთი უკრაინას თავისი ტერიტორიის სიღრმიდან უტევს, ხოლო უკრაინელები ცალი ხელით იბრძვიან“, – განაცხადა პევკურმა ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელების შეხვედრის წინ.

ინფორმაციისთვის, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს უფლება, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებს დაარტყას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები