პოლონეთში რუს დიპლომატებს გადაადგილება შეეზღუდებათ

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, “მოსკოვის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის გამო”, რუს დიპლომატებს პოლონეთში გადაადგილება შეეზღუდებათ, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიას ბრიუსელში 27 მაისს განუცხადა.

მისი თქმით, ამიერიდან, რუსი დიპლომატები პოლონეთში მხოლოდ იმ პროვინციებში შეძლებენ ჩასვლას, სადაც გამწესებული არიან. შეზღუდვა შეეხება საელჩოსა და საკონსულოს ყველა თანამშრომელს.

“ახლახან განვაცხადე პოლონეთის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს უკავშირდება ევროკავშირის, მათ შორის, პოლონეთის წინააღმდეგ: ქვეყანაში რუსი დიპლომატების გადაადგილება შეიზღუდება.

ეს ჩვენი ეროვნული გადაწყვეტილებაა, თუმცა, გვაქვს მტკიცებულება, რომ რუსეთის ფედერაცია ჩვენს ქვეყანაში საბოტაჟის მოწყობაშია ჩართული. იმედი გვაქვს, რომ რუსეთი ამ ყველაფერს სერიოზულ გაფრთხილებად მიიღებს”, – განაცხადა სიკორსკიმ.

ინფორმაციისთვის, როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამონაკლისი მხოლოდ პოლონეთში რუსეთის ელჩი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები