ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი: უკრაინელების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელება განხილვის საგანი არ უნდა იყოს

უკრაინელების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელება განხილვის საგანი არ უნდა იყოს, – ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ ქვეყნები, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით, აზრს შეიცვლიან.

„აბსოლუტურად ნათელია, რომ მათ დარტყმები რუსეთის შიგნით უნდა განახორციელონ, ამიტომ, ჩემი აზრით, ეს განხილვის საგანი არ უნდა იყოს და იმედი მაქვს, რომ სხვა ქვეყნები, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია აქვთ, აზრს შეიცვლიან“, – განაცხადა კაისა ოლონგრენმა.

ცნობისთვის, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები