რიმა ბერაძე: ვეტო დაძლეული იქნება – თუ ქვეყანას სჭირდება ჩემი დასანქცირება, მზად ვარ, დამასანქცირონ

,,გუნდი ერთიანია, მთლიანია. პირველ, მეორე და მესამე მოსმენაზეც გუნდი იყო ერთიანი. გუშინ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ვეტო იქნა დაძლეული, რა თქმა უნდა, დღესაც ვეტო იქნება დაძლეული, გუნდში მტკიცე ერთიანობაა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რიმა ბერაძემ „პალიტრანიუსს“ განუცხადა.

რაც შეეხება ფაქტს, ელოდება თუ არა ის სანქციების ამოქმედებას, ბერაძე პასუხობს, რომ სანქციებისთვის მზადაა.

„ამაზე დიდი ხანია, გვესმის, გვემუქრებიან ამ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, თუ ჩემს ქვეყანას სჭირდება ჩემი დასანქცირება და ჩემი ქვეყანა უკეთესად ივლის ამ გზით, რასაც ჰქვია ვეტოს დაძლევა და ამ კანონის მიღება, მე მზად ვარ, რომ დამასანქცირონ“, – აცხადებს ბერაძე.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტი „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები