სლოვენიის მთავრობა 30 მაისს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხს განიხილავს

სლოვენიის მთავრობა 30 მაისს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ სლოვენიის პრემიერმინისტრმა, რობერტ გოლობმა ალჟირში ვიზიტისას განაცხადა.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტე, ხუთშაბათს პალესტინის აღიარების საკითხის ეროვნული ასამბლეისთვის გადაცემის შესახებ მთავრობის სხდომაზე გადაწყვეტილება გამოვიტანო“, – განაცხადა რობერტ გოლობმა.

ინფორმაციისთვის, ნორვეგიის, ესპანეთისა და ირლანდიის პრემიერმინისტრებმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გამოაცხადეს. მათი გადაწყვეტილება ძალაში ოფიციალურად ძალაში დღეს, 28 მაისს შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები