თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელმა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ყველა ზომა უნდა მიიღოს

Palestinians gather at the site of an Israeli strike on a camp for internally displaced people in Rafah on May 27, 2024, amid ongoing battles between Israel and the Palestinian Hamas militant group. The Palestinian Authority and the militant group Hamas said Israeli strikes on a centre for displaced people killed dozens near the southern city of Rafah on May 26, while the Israeli army said it had targeted Hamas militants. (Photo by Eyad BABA / AFP) (Photo by EYAD BABA/AFP via Getty Images)

ისრაელის თავდასხმა რაფაჰში, რომლის შედეგადაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, შემაძრწუნებულია, – ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს სპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისრაელმა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ყველა ზომა უნდა მიიღოს.

„ისრაელს აქვს უფლება, რომ დაამარცხოს „ჰამასი“ და ჩვენ გვესმის, რომ ამ თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ ორი ტერორისტი დაიღუპა, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ისრაელელ მოქალაქეებზე თავდასხმაზე, მაგრამ როგორც ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ. ისრაელმა უნდა მიიღოს ყველა ზომა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გასულ ღამეს რაფაჰის ლტოლვილთა ბანაკში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 45 ადამიანი დაიღუპა და 200 დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები