სომხეთში რუსეთის ელჩი მოსკოვში კონსულტაციებისთვის გაიწვიეს

სომხეთში რუსეთის ელჩი, სერგეი კოპირკინი მოსკოვში კონსულტაციებისთვის გაიწვიეს.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ამასთან, “კონსულტაციებისთვის დაბარების” მიზეზი განმარტებული არ არის.

ბოლო დროს ექსპერტები რუსეთ-სომხეთის ურთიერთობის თანმიმდევრულ გაუარესებას აფიქსირებენ. კერძოდ, სომხეთი არ მონაწილეობს კუხო-ს სწავლებებში, ასევე, ამ ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილის კვოტაზე თქვა უარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები