გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ENPARD IV-ის ფარგლებში, საგრანტო კონკურსს აცხადებს
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ENPARD IV-ის ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სექტორის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
კონკურსი მოიცავს სამ განსხვავებულ მხარდაჭერის პაკეტს, რომელთაგან თითოეული მიმართულია სხვადასხვა სექტორსა და ბენეფიციარებზე:
მხარდაჭერის პაკეტი მტკნარი წყლის თევზსაჭერი და სანაშენე მეურნეობების სურსათის უვნებლობის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად
მხარდაჭერის პაკეტი რძისა და ყველის მცირე მწარმოებელი ქალებისთვის
მხარდაჭერის პაკეტი ბოსტნეულის მწარმოებლებისთვის შეწამვლის პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით
თითოეული მხარდაჭერის პაკეტის ქვეშ, თანამონაწილეობითი გრანტი დააფინანსებს გრანტის მთლიანი ღირებულების 70%-ს და ითვალისწინებს ბენეფიციართა თანაინვესტირებას გრანტის მთლიანი ღირებულების მინიმუმ 30%-ის ოდენობით.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ივნისი.
განაცხადის წარდგენის წესების, საჭირო დამატებითი დოკუმენტებისა და წახალისებული ინვესტიციების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: WWW.FAOGRANTS.ge