საქართველოს ნაკრები ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
საქართველოს ნაკრები ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრებაში დაძაბული შეხვედრების ფონზე უნგრეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში იტალიასა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.