ირანის არმიის მეთაურმა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზების გამოძიების ბრძანება გასცა
ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის მეთაურმა, მოჰამედ ბაგერიმ ბრძანება გასცა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზების გამოძიებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ქვეყნის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი დაიღუპნენ.
მედიის ცნობით, მაღალი რანგის დელეგაცია სამხედრო მეთაურისა და ტექნიკური ექსპერტების ხელმძღვანელობით აღმოსავლეთ აზერბაიჯანში, ავიაკატასტროფის ადგილას გაემგზავრება.
შეგახსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.