რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის მახლობლად მდებარე დასასვენებელი ცენტრის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა.
ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.
დაშავებულია 28 ადამიანი.
დასასვენებელ ცენტრზე თავდასხმა 19 მაისს მოხდა.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსმა სამხედროებმა იერიში ორი “ისკანდერ-მ”-ის ტიპის რაკეტით მიიტანეს.