გაერო: რაფაჰიდან ღაზაში 800 000 მოქალაქეა ევაკუირებული

გაეროს ცნობით, 800 000 პალესტინელი იძულებული გახდა გაქცეულიყო რაფაჰიდან ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო ღაზას სამხრეთ ნაწილში.

„800 000 ადამიანი გზაშია და იძულებული გახდა, გაქცეულიყო მას შემდეგ, რაც ისრაელის ჯარებმა 6 მაისს რეგიონში სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ყოველ ჯერზე ისინი იძულებული არიან, დატოვონ რამდენიმე ნივთი, რაც მათ აქვთ: ლეიბები, კარვები, სამზარეულოს ჭურჭელი და ძირითადი მარაგი, რომელსაც ვერ ატარებენ ან ვერ გადაიხდიან მათი ტრანსპორტირების საფასურს. ყოველ ჯერზე მათ უნდა დაიწყონ ნულიდან, თავიდან“, – განაცხადა გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფილიპე ლაზარინიმ.

მისივე თქმით, ხალხი გარბის ისეთ ადგილებში, სადაც არ არის წყალმომარაგება ან ადეკვატური სანიტარული პირობები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები