პუტინი აცხადებს, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, ზელენსკის ლეგიტიმურობის საკითხი
რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ვოლოდიმირ ზელენსკის თანამდებობაზე ყოფნის ლეგიტიმურობის საკითხი, რადგან საბედისწერო საბუთები კანონიერ ხელისუფლებასთან უნდა მოაწერო.
ამის შესახებ ჩინეთში ვიზიტად მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
“რაც შეეხება ლეგიტიმურობას, ამ საკითხს, პირველ რიგში, უკრაინის პოლიტიკურმა და სამართლებრივმა სისტემამ უნდა უპასუხოს. იქ, კონსტიტუციაში სხვადასხვა ვარიანტია. შეფასებითი საკითხია, და ეს შეფასება, პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გააკეთოს, ვიტყოდი – თავად უკრაინის პოლიტიკურმა სისტემამ”,- განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, “მოსკოვისთვის საკითხს მნიშვნელობა აქვს”.
“რადგან თუ საქმე რაღაც დოკუმენტების ხელმოწერას მიდგება, რასაკვირველია, ასეთ საბედისწერო სფეროში დოკუმენტები ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან უნდა მოვაწეროთ”, – განაცხადა პუტინმა.