ედიშერ გვენეტაძე – ო’ბრაიენის ვიზიტზე: ჩამოდის იმისათვის, რომ აშშ-საქართველოს შორის გაფორმდეს ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, პირდაპირი ფრენები – ვინც აპროტესტებთ გადით პარლამენტთან!

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო’ბრაიენის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ექსპერტი აცხადებს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსანი ჩამოდის საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობის და პირდაპირი ფრენების გაფორმებისთვის.

„ის ამერიკელი მაღალჩინოსანი ო’ბრაიენი, გამთენიისას პრემიერის თქმით ჩამოდის იმისათვის, რომ აშშ-საქართველოს შორის გაფორმდეს:

  1. ვიზალიბერალიზაცია;
  2. თავისუფალი ვაჭრობა;
  3. პირდაპირი ფრენები!

ხმამაღლა ვაცხადებ

ვისაც არ გინდათ და აპროტესტებთ გადით ამ საღამოს 00:00 სთ. პარლამენტთან!

იქ დაგხვდებათ წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა, ელარჯი ჩამოუტანია დიდი ქვაბით და არიგებს ფლავივითო!

ნაცებო თქვენ  მოგიკვდათ თქვენი იდიოტი ბელადი მიჰა!“ – წერს გვენეტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები