ზურაბ ჯაფარიძე: ვინმეს თუ ილუზია გქონდათ, რომ გუშინ ღამე მოვიგებდით ომს, ცდებოდით – ეს ხანგრძლივი პროცესია – ეს ქვეყანა არ გარუსდება

,,ვინმეს თუ ილუზია გქონდათ, რომ გუშინ ღამე მოვიგებდით ომს, ცდებოდით, ეს ხანგრძლივი პროცესია, პიედესტალიდან ჩამოდით და ვინმეს შეუერთდით”, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ეს ქვეყანა არ გარუსდება.

„ეს ხანგრძლივი პროცესია და იგებს ის, ვინც არ ეპუება და არ ტყდება. ფორმას, ლოკაციას, დროს და სხვა ატრიბუტებს რაც შეეხება: არ მოგწონთ ღამის თევა, დაუძახეთ ხალხს დილით, შუადღეს, 13 საათსა და 27 წუთზე, არ მოგწონთ რუსთაველზე, გააკეთეთ საგარეჯოში, არ მოგწონთ ხმაურიანი, გააკეთეთ მდუმარე, არ გყოფნით ძალები, იპოვეთ მოკავშირეები და დაარწმუნეთ თქვენს სიმართლეში. აქედან თუ ვერცერთს ახერხებთ, ე.ი. ტ***ი არ გაქვთ არაფრის და ტვინს ნუ ტ****თ ჭკუის დარიგებებით.

ამ აქციებს ერთი ორგანიზატორი არ ჰყავს, ვისაც რა და როგორ წარმოუდგენია, ისე აკეთებს. რუსთაველზე იყო აქცია, ვიღაცამ გმირთა მოედანი გააკეთა და, საბოლოო ჯამში, მიუხედავად დაკავებებისა, იქ გამოვიდა აქცია. გმირთა მოედანზე იყო აქცია, ვიღაცებმა გადაწყვიტეს და ორივე სანაპირო დაკეტეს, სულ მცირე, სამჯერ იყო რუსთაველზე აქცია, მაგრამ გირჩი/დროამ პარლამენტის უკან დავუძახეთ ჩვენს მხარდამჭერებს, რადგან ეგრე მიგვაჩნდა სწორად. სულ მცირე, ორჯერ (რაც მახსოვს) აქცია პარლამენტის წინ იყო და ევროპულმა საქართველომ თავისი ამბავი მოაწყო პირველი სკოლის წინ.

ამ სტატუსს ვწერ და რუსთაველი სავსეა სტუდენტებით. კაცმა არ იცის, რას მოიფიქრებენ და რას გააკეთებენ. დეცენტრალიზებული პროცესია, რაც ცალსახად სწორია ბევრი თვალსაზრისით. თუ ვერსად ვერაფერს ახერხებთ, ტვინს ნუ ტ****თ, პიედესტალიდან ჩამოდით და ვინმეს შეუერთდით. ეს ქვეყანა არ გარუსდება. 2030-ში ევროკავშირში“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები