მიხეილ სააკაშვილი: პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურატურის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ

“ჩვენ საერთო მყარი გეგმა გვჭირდება, როგორც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ისე მომავალზე”,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურატურის საერთო კანდიდატებზე შეთანხმებაა საჭირო.

“ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება. საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება და არა ჩვენი თანამდებობების.

პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურატურის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ.

ძალა ერთობაშია!”,- წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები