პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს მესამე მოსმენით 13 მაისს განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 13 მაისის სხდომაზე, მესამე მოსმენით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს განიხილავს.

კომიტეტის სხდომა 09:00 საათზეა დანიშნული. მესამე მოსმენის ფარგლებში მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის ცვლილებების შეტანა არის შესაძლებელი.

კანონპროექტის მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანის თარიღს, ამაზე გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს.

არსებული ინფორმაციით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით მიმდინარე კვირას დაამტკიცებს. ამით საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები