სალომე ზურაბიშვილი: აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან

აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს.

“ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერმინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მის მთავრობის გაუცხოებას საკუთარ ხალხისგან ადასტურებს!
მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, “მამულის” სიყვარული სხვა არაფერია.
ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან ( გამონაკლისის გარეშე) …ესეც სარწმუნოება!!!
რაც ეხება ენას … თქვენი სიძულვილის ენა ქართული არასოდეს ყოფილა!”, – წერს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები