ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს – დაზიანებულია 12 სახლი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე მორიგი იერიში მიიტანეს.

როგორც რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, ხანძარი სამ კერძო სახლში გაჩნდა.

“წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა 12 კერძო საცხოვრებელი სახლი. დაშავდა ორი ადამიანი: 11 წლის ბავშვი და 72 წლის ქალი“, – დაწერა მან.

მისივე ინფორმაციით, ოკუპანტების სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი რაიონები იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები