რატი იონათამიშვილი: FARA-ს მიზანი ამერიკის საზოგადოებისთვის გამჭვირვალობის ხელშეწყობაა და გამჭვირვალობას თუ იმსახურებს ამერიკელი ხალხი, იმსახურებს ქართული საზოგადოებაც

FARA-ს მიზანი ამერიკის საზოგადოებისთვის გამჭვირვალობის ხელშეწყობაა და გამჭვირვალობას თუ იმსახურებს ამერიკელი ხალხი, ქართველი საზოგადოებაც იმსახურებს მას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას ეხმაურება.

“ნუთუ, ასეთი დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართველ ხალხზე, რომ ფაქტობრივ ტყუილს იტყვიან და ამას აქ ვინმე დაიჯერებს?
არც კეზერაშვილი და ალასანია წარმოადგენენ მთავრობას და არც “დროა” და “გირჩი”არასამთავრობო ორგანიზაციებს.
სწორედ ამერიკის საზოგადოებისთვის გამჭვირვალობის ხელშეწყობაა
FARA-ს მიზანი და თუ გამჭვირვალობას იმსახურებს ამერიკელი ხალხი, ქართველი საზოგადოებაც იმსახურებს მას!”, – წერს რატი იონათამიშვილი.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკული „ფარა“ ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები