ანრი ოხანაშვილი: თითოეულ რადიკალურ ნაბიჯს ექნება აბსოლუტურად ადეკვატური, სამართლიანი და მკაცრი პასუხი

მმართველი გუნდის წევრი, ანრი ოხანაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

“ეს განცხადებები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას”, როგორც რადიკალურ დაჯგუფებას. ეს არის მესიჯბოქსი სწორედ აკერმანისეული მიდგომიდან, რომ რევოლუციისთვის საჭიროა მსხვერპლი. ისინი მიყვებიან იმ მესიჯბოქსს, იმ მიდგომას, რასაც აკერმანი მათ ასწავლის, რომ რევოლუციისთვის მსხვერპლია საჭირო. კატეგორიულად ვაფრთხილებთ რადიკალურ დაჯგუფებებს, რომ ფიქრადაც არ გაივლონ ეს საკითხი. თითოეულ რადიკალურ ნაბიჯს ექნება აბსოლუტურად ადეკვატური, სამართლიანი და მკაცრი პასუხი,”- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა – „ძალიან დიდ ბეწვის ხიდზე გავდივართ, რადგან ღმერთმა დაიფაროს და რაიმე ტიპის ფატალური შემთხვევა და არავინ იცის, რა სახეს მიიღებს ის მოვლენები, რაც ჩვენს ქვეყანაშია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები