ოპერისა და ბალეტის თეატრის პიარსამსახურის უფროსი შავლეგ გეგეჭკორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

  როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის მოვალეობის შემსრულებელმა რეზო ჭეიშვილმა განაცხადა, შავლეგ გეგეჭკორი, თეატრის ძალიან მცირე ნაწილთან ერთად ,თეატრისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებით იყო დაკავებული. იგი იხსენებს 5 თებერვალს, ოპერისა და ბალეტის თეატრის სახელით, თეატრის ხელმძღვანელობის სახელით, პიარ-მენეჯერის, შავლეგ გეგეჭკორის ორგანიზებით გამართულ პრესკონფერენციას, რამაც თეატრის უმრავლესობის უკმაყოფილება გამოიწვია. ,,დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ შავლეგ გეგეჭკორის მიერ ორგანიზებულ 5 და 11 თებერვლის პრესკონფერენციები მიზნად ისახავდა საზოგადოების დეზინფორმირებას და დესტრუქციული განწყობების პროპაგანდას”, – განაცხადა რეზო ჭეიშვილმა. მისივე თქმით, ისეთი ქმედებები, რასაც შალვა გეგეჭკორი ახორციელებდა, საფუძველშივე უნდა აღიკვეთოს.
“შალვა გეგეჭკორი თეატრისთვის უფრო საზიანო ინფორმაციის გავრცელებით იყო დაკავებული, ვიდრე ობიექტური ინფორმაციის გავრცელებით. ამიტომ, შევთანხმდით, რომ ასეთი საზიანო ქმედებები საფუძველშივე უნდა აღიკვეთოს და, შესაბამისად, თეატრის დებულებისა და შრომის კოდექსის სრული დაცვით, შავლეგ გეგეჭკორი გავათავისუფლეთ დაკავებული თანამდებობიდან”, – აღნიშნა ჭეიშვილმა. მისივე თქმით, ერთ-ერთი ბრალდება ეხებოდა მთავარი დირიჟორის ფინანსურ საქმიანობაში ჩარევასაც, რაც ასევე უსაფუძვლოა. რეზო ჭეიშვილთან ერთად დღეს პრესკონფერენცია თეატრის ხელმძღვანელებმა და სოლისტებმა გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები