კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ – გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოავლინა კონკურსის – „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ – 34 გამარჯვებული პროექტი, ესენია:
1. „ქართული პროფესიული საკომპოზიტორო სკოლის პოლიფონიის საფუძვლები“ (სამეცნიერო ნაშრომი) – განმახორციელებელი ა(ა)იპ საავტორო სტუდია.
2. „ოთარ მაღრაძე 70“ – განმახორციელებელი ოთარ მაღრაძე. პროექტი ითვალისწინებს ოთარ მაღრაძის სოლო კონცერტის გამართვას.
3. „ბასა ჯანიკაშვილის პიესის – „მშვიდობით თემურ!“ – საჯარო კითხვა“ – განმახორციელებელი შპს „სტუდია 68“. პროექტის ფარგლებში სტუდენტები თეატრალურ უნივერსიტეტში წაიკითხავენ პიესას.
4. „ქალის თემა მხატვრობაში. ქართველი ქალის სახე ტრადიციული მხატვრული ესთეტიკის განვითარების ფონზე. XIX-XX საუკუნეები“ – განმახორციელებელი შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული გალერეა, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმი.
5. „თეატრალური ესკიზების, კოსტიუმებისა და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა“ – განმახორციელებელი ქეთევანი ციციშვილი.
6. „3D პრინტერი“ – განმახორციელებელი ბექა ოდიშვილი. პროექტით გათვალისწინებულია საქართველოში არსებული ძველი შენობა-ნაგებობების 3D პროგრამაში აღდგენა და შემდეგ 3D პრინტერზე ბეჭდვა.
7. „მივიწყებული ქართული კერამიკის სპილენძ-ვერცხლის აღდგენა“ – განმახორციელებელი ვიქტორ გლადკი. პროექტის ფარგლებში შეძენილ იქნება სპილენძსა და ვერცხლზე მუშაობისთვის გამოსაყენებელი ხელსაწყო და ღუმელი.
8. „კლასიკის ერთგული“ – განმახორციელებელი ლია მანაგაძე. პროექტის ფარგლებში მასწავლებლების ეროვნულ დღეს, 27 ოქტომბერს, ფოთის მუსიკალურ სასწავლებელში გაიმართება კლასიკური მუსიკის საღამო.
9. „გავაცოცხლოთ ფოლკლორი ახალგაზრდა თაობაში (ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებით ჯგუფ „ნანინას“ ფოლკლორული შეხვედრები ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლებთან)“ – განმახორციელებელი ა(ა)იპ ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებითი ჯგუფი „ნანინა“.
10. „მიხეილ კობახიძე 85“ – განმახორციელებელი ნინა ხოფერია. დაფინანსდა რეჟისორ მიხეილ კობახიძის შესახებ წიგნი-ალბომის გამოცემა.
11. „რაჭის გზებზე“ – განმახორციელებელი გივი ჩიღვინაძე. პროექტის ფარგლებში დაფინანსდა მწერალ გივი ჩიღვინაძის ნარკვევების წიგნის – „რაჭის გზებზე“ – გამოცემა.
12. „ბაჩი“ – მხატვრულ-პუბლიცისტური ნარკვევი და წიგნი – განმახორციელებელი ნინო გუგეშაშვილი. დაფინანსდა წიგნის გამოცემა როკმუსიკოს ბაჩი ქიტიაშვილის შესახებ.
13. „უჩვეულო გამოფენა“ – განმახორციელებელი „თიჯი საუნდ ენდ გრაფიკსი“. პროექტი ითვალისწინებს აუდიოვიზუალურ წარმოდგენას, რომელიც გულისხმობს მხატვრობის, ცოცხალი მუსიკალური შესრულების, ხმოვანი რიგისა და მედიახელოვნების ერთგვარ სინთეზს. წარმოდგენაში გაცოცხლდება ქართველ მხატვართა ნამუშევრები. პროექტისთვის ხმოვან რიგს შექმნის ცნობილი მუსიკოსი ზაზა მარჯანიშვილი.
14. „თანამედროვე კერამიკის ჭურჭელი ძველი ქართული ქრისტიანული ორნამენტებით“ – განმახორციელებელი ხათუნა ლილუაშვილი. პროექტის ფარგლებში შეიქმნება კერამიკის ხელნაკეთი ჭურჭელი ძველი ქართული ქრისტიანული ორნამენტების რელიეფური დეკორებით, შეიქმნება კატალოგი და მოეწყობა მომზადებული ნამუშევრების გამოფენა.
15. „ქართული საეკლესიო მუსიკის და ანტიფონური გალობის ტრადიციის პოპულარიზაცია საქართველოს რეგიონებში“ – განმახორციელებელი ა(ა)იპ ანჩისხატის გუნდი (ანჩისხატის ტაძრის მგალობელ-მომღერალთა გუნდი). პროექტის ფარგლებში ანჩისხატის გუნდი გამართავს ფოლკლორულ კონცერტს სოფ. ნიქოზის მცხოვრებთათვის.
16. „აზერბაიჯანული ხელით ნაქსოვი ხალიჩები – ტრადიციის შენარჩუნება“ – განმახორციელებელი სსიპ მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი. პროექტის ფარგლებში ხალიჩის ქსოვის შესწავლის მიზნით ქართველი და აზერბაიჯანელი სკოლის მოსწავლეებისათვის შეიქმნება უფასო წრე. პროფესიონალი მქსოველი პედაგოგები უხელმძღვანელებენ სასწავლო ჯგუფს. მოსწავლეები შეისწავლიან ხალიჩის ქსოვის ტექნოლოგიას და ხალიჩის კულტურას. სასწავლო პროცესი გაგრძელდება შვიდი თვე.
17. ფილმ ,,განდეგილის“ გადაღება – განმახორციელებელი სსიპ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. ფილმს გადაიღებენ დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული თეატრი და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. ფილმში მონაწილეობას მიიღებენ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტები.
18. „დადეშქელიანთა რეზიდენციების, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სოციო კულტურული კონტექსტის წარდგენა და ფოტოგამოფენა“ – განმახორციელებელი ქეთევან ხუციშვილი. პროექტი ითვალისწინებს სვანეთის მმართველი ფეოდალური საგვარეულოს – დადეშქელიანების სამთავრო რეზიდენციების აღწერა-ფიქსაციას, საზოგადოებისთვის ფოტოგამოფენისა და სამეცნიერო მოხსენების წარდგენას. სამეცნიერო პროექტის წარდგენა და გამოფენა გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, სოფელ ეცერის საჯარო სკოლაში.
19. „ქართული თოჯინური ანიმაცია – დიორამა ფროდაქშენი“ – განმახორციელებელი ნინა ოთარაშვილი. პროექტის ფარგლებში მინიატიურული დიორამის ფორმატით შეიქმნება ორი თოჯინური ანიმაცია, ორი განსხვავებული ამბავი საქართველოს ორი მნიშვნელოვანი ხელოვანის – პოეტ ტარიელ ხარხელაურისა და თანამედროვეობის გამოჩენილი მწერლის, გოდერძი ჩოხელის, შესახებ.
20. „მხატვარ გულნარა ჩიტაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნ-ალბომის მომზადება და ბეჭდვა“ – განმახორციელებელი ირინე აბჟანდაძე.
21. „ამღერებული ლექსი“ – განმახორციელებელი ნანა ცინცაძე. პროექტის ფარგლებში ყაზბეგში, გურჯაანსა და ბოლნისში ღია ცის ქვეშ ჩატარდება პოეზიისა და სიმღერის საღამოები. მონაწილეობას მიიღებენ პოეტები: ნანა ცინცაძე, ნინო უძილაური, ოთარ ფალიანი და მომღერლები: ანი სირაძე, თამრიკო მეჭიაური, გიორგი ჩიქოვანი.
22. „ყოფნის ბოლოს, არყოფნასთან დამელოდე“ – განმახორციელბელი გვანცა ომიაძე. პროექტი გულისხმობს ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის, პოეტის, დრამატურგის, გუჩა კვარაცხელიას, მხატვრული შემოქმედების ამსახველი წიგნ-ალბომის გამოცემას, ასევე, მისი სიცოცხლის ბოლო პერიოდში შექმნილი გრაფიკული ნამუშევრების გაცნობას ფართო საზოგადოებისთვის, კერძოდ, გამოფენის გამართვას მწერალთა სახლში.
23. წიგნ-ალბომის – „პლაკატი დღეს“ – გამოცემა – განმახორციელებელი ა(ა)იპ გრაფიკული დიზაინის ასოციაცია.
24. „მეგი წულუკიძის არქივი“ – განმახორციელებელი ხათუნა იოსელიანი. დაფინანსდა მსახიობ მეგი წულუკიძის შესახებ წიგნ-ალბომის გამოცემა.
25. „საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VIII ეროვნული კონკურსი“ – განმახორციელებელი ა(ა)იპ საქართველოს საგუნდო საზოგადოება. პროექტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VIII ეროვნული კონკურსი. კონკურსი ტარდება სამ კატეგორიაში – აკადემიური საგუნდო სიმღერა, ქართული ხალხური სიმღერა, ქართული გალობა. კონკურსი ეძღვნება კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის 85 წლის იუბილეს.
26. „არარსებული სცენის არსებული დეკორაცია“ – განმახორციელებელი ეკატერინე მუხაძე. პროექტის ფარგლებში მხატვარ ეკატერინე მუხაძის ფერწერული ტილოებისა და შირმების პერსონალური გამოფენა გაიმართება.
27. „ქანდაკების ფესტივალი – 2024“ – განმახორციელებელი ა(ა)იპ თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაცია. „ქანდაკების ფესტივალი – 2024“ გაიმართება „მუზაში“.
28. „თბილისის ქალთა გუნდის 10 წლის საიუბილეო სოლო კონცერტი + პირველი აუდიოალბომის პრეზენტაცია“ – განმახორციელებელი ინდმეწარმე ომარ ბურდული. პროექტის ფარგლებში 1 ივნისს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში თბილისის ქალთა გუნდის 10 წლის საიუბილეო სოლო კონცერტისა და პირველი აუდიოალბომის პრეზენტაცია გაიმართება.
29. პერფორმანსი „მედეა“ – განმახორციელებელი ინდმეწარმე ელენე რამიშვილი. პროექტის ფარგლებში გამოფენა „პერფორმანსი „მედეა“ გაიმართება „ექსპო ჯორჯიაში“.
30. „ოტია იოსელიანის სახელობის საკვირაო სკოლა“ – განმახორციელებელი ა(ა)იპ ოტია იოსელიანის საზოგადოება. პროექტის ფარგლებში „ოტია იოსელიანის სახელობის საკვირაო სკოლა“ გაიმართება წყალტუბოში მცხოვრები 6-25 წლის შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისა და ახალგაზრდების წიგნით, ქართული ხელოვნებითა და კულტურით დაინტერესების მიზნით.
31. „ერეკლე მეფის ეპოქის თეატრი“ – განმახორციელებელი ა(ა)იპ ხელოვანთა ლაბორატორია. დაფინანსდა წიგნ-ალბომის გამოცემა.
32. „ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მაჩაბელი“ – განმახორციელებელი სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
33. „სააგენტო „ეკა ქასთი“ სამსახიობო კასტინგის განვითარებისთვის“ – განმახორციელებელი შპს „ეკა ქასთი“. პროექტის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასები, რომლებიც დამწყებ/მოყვარულ მსახიობებს გააცნობს ქასთინგის კულტურას, უცხოური ბაზრის მოთხოვნებს. გაიმართება ცნობილ მსახიობებთან შეხვედრები მათი ქასთინგგამოცდილების გასაზიარებლად.
34. „ფორმის არქეტიპული მეტაფორები“ – განმახორციელებელი ა(ა)იპ არტ-მთენი. პროექტის ფარგლებში თიხის კერამიკული ქანდაკებები შეიქმნება და ერთი თვის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება საგამოფენო დარბაზში „ბაია გალერეა“.
„კონკურსში მონაწილეობისთვის სამინისტროს მომართა 174-მა განმცხადებელმა.
კონკურსის მიზანია თავისუფალი შემოქმედებითი და სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების, ახალი იდეების განხორციელების ხელშეწყობა და ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები