ეროვნული არქივის კინოთეატრში ელდარ შენგელაიას ფილმებს რეტროსპექტივა დაიწყო 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში რეჟისორ ელდარ შენგელაიას ფილმების 4-დღიანი რეტროსპექტივა 18 სექტემბერს მხატვრული ფილმით „თეთრი ქარავანი” გაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებულ ღონისძიებაზე მაყურებელი 19, 20 და 21 სექტემბერს იხილავს ფილმებს: „არაჩვეულებრივი გამოფენა” (1968), „სამანიშვილის დედინაცვალი” (1977), „შერეკილები” (1973), „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი” (1983), „მრავალჟამიერი/ტრილოგია” (2022).

რეტროსპექტივის გახსნისას ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პროგრამების დირექტორმა ლევან დვალმა ქართულ კინემატოგრაფიაში ელდარ შენგელაიას გამორჩეულ ღვაწლზე ისაუბრეს.

ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები