ბუქარესტში საქართველოსა და რუმინეთის ლიტერატურული გაცვლისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის მემორანდუმი გაფორმდა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, სადაც საქართველოს მწერალთა სახლი პოეზიის საერთაშორისო ფესტივალზე საპატიო სტუმრად არის მიწვეული, ქართული პოეზიის საღამოს შემდეგ, მემორანდუმი გაფორმდა.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, ოთხი ორგანიზაციის – საქართველოს მწერალთა სახლის, ქართული ლიტერატურის მუზეუმის, რუმინეთის ლიტერატურის ეროვნული მუზეუმისა და რუმინეთის მწერალთა კავშირის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ოთხმხრივ მემორანდუმს, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ლიტერატურული გაცვლისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას და ამ მიზნით სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას მოიაზრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები