შალვა პაპუაშვილი: გოგი ცაბაძე და მისი სიმღერები რომლებიც თბილისთანაა დაკავშირებული, განუყოფელი ნაწილია ჩვენი დედაქალაქის
„ძალიან დიდი მადლობა ზაზა ნოზაძეს ამ ინიციატივისთვის და იდეისთვის. მშვენიერი სიმღერა გამოვიდა, სულ რომ გავეშვათ წინასაარჩევნო კონტექსტს. გოგი ცაბაძე და მისი სიმღერები რომლებიც თბილისთანაა დაკავშირებული, განუყოფელი ნაწილია ჩვენი დედაქალაქის,“ – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისის საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ის შინაარსი, რაც ჩადებულია ამ კლიპშიც, გარდა ძირითადი ტექსტისა, საუბარია ჩვენს კულტურაზე, ტრადიციებსა და წესებზე.
„ძალიან დიდი მადლობა ზაზა ნოზაძეს ამ ინიციატივისთვის და იდეისთვის. მშვენიერი სიმღერა გამოვიდა, სულ რომ გავეშვათ წინასაარჩევნო კონტექსტს. გოგი ცაბაძე და მისი სიმღერები რომლებიც თბილისთანაა დაკავშირებული, განუყოფელი ნაწილია ჩვენი დედაქალაქის და ქალაქში მცხოვრები ადამიანების. ამიტომ მისი სიმღერის ამ სახით წარმოდგენა ძალიან საინტერესოც იყო და ემოციური და ენერგიული, მათ შორის ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში. ის შინაარსი, რაც ჩადებულია ამ კლიპშიც, რაზედაც შიგნით არის საუბარი გარდა ძირითადი ტექსტისა, საუბარი ჩვენს კულტურაზე, ტრადიციებსა და წესებზე, ეს არის ის, რაც უნდათ, რომ დაუკარგონ ამ ქალაქს – ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიცია ჩვენი წესები. ამის საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ მათ გინებას, ბოღმას უწესობას. ეს არის პრინციპში ის, რის შორისაც 4 ოქტომბერს იქნება არჩევანი – გვინდა ვიცხოვროთ ჩვენი კულტურით, ტრადიციით, ჩვენი წესებით, თუ გვინდა ავყვეთ გარედან თავსმოხვეულ რადიკალიზმს და ექსტრემიზმს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.