„ბათუმური რაფსოდია” – შავი ზღვის IV საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
19-დან 28 სექტემბრის ჩათვლით, ბათუმში შავი ზღვის რიგით IV საერთაშორისო ფესტივალი – „ბათუმური რაფსოდია“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის დამფუძნებელი და პრეზიდენტია მსოფლიოში ცნობილი მომღერალი – თამარ ივერი.
ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდა მომღერლებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსებ-პედაგოგები: ვალენტინ პეიჩინოვი (აშშ – ბულგარეთი), მეთიუ აბელი (საფრანგეთი) და სპეციალური მოწვევით მსოფლიო ტენორი – მარჩელო ალვარესი (არგენტინა).
26 სექტემბერი, 20:00 – პიეტრო მასკანი „სოფლის ღირსება”, ბათუმის დრამატული თეატრი.
28 სექტემბერი, 20:00 – ფესტივალის გალა კონცერტი, ბათუმის დრამატული თეატრი.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://rhapsodyfest.ge/the-vocal-academy-week/#about