ვაკო ავალიანი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

   ვაკო ავალიანი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესაბამისი ბრძანება, რომელიც 13 თებერვლით თარიღდება, მთავრობის ვებგევრდზე გამოქვეყნდა.
“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაინიშნოს ვარლამ ავალიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.
ვაკო ავალიანს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, ირაკლი ალასანიას მრჩევლის თანამდებობა ეკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები