არჩილ თალაკვაძე: ევროპაშიც კი საზოგადოება მიიჩნევს, რომ მათ ქვეყნებში არის გარე ჩარევის ძალიან დიდი საფრთხე

“ევროპაშიც კი საზოგადოება და ევროპის მთავრობები მიიჩნევენ, რომ მათ ქვეყნებში არის გარე ჩარევის ძალიან დიდი საფრთხე და რისკები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში, რომელიც ევროკავშირისკენ ისწრაფვის და კანდიდატის სტატუსი აქვს, აღნიშნული ერთიორად დიდი პრობლემაა.

„მინდა კიდევ ერთი არგუმენტი ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას. ყველას შეუძლია ნახოს, რომ შარშან დეკემბერში, ევროკავშირმა გამოსცა სპეციალური ანგარიში, სადაც წერია, რომ ევროკავშირის 10 მოქალაქიდან 8 ხედავს საფრთხეს და პრობლემას მისი ქვეყნის დემოკრატიაში გარე ჩარევის და მოუწოდებს თავის მთავრობებს, რომ მიიღონ ეფექტური კანონმდებლობა ამის წინააღმდეგ. ამის მერე უკვე დეკემბერშივე ევროკომისია, ანუ ევროკავშირის მთავრობა, მარტივად რომ ვთქვათ, იღებს სპეციალურ დირექტივას და უგზავნის ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, სადაც მოუწოდებს მათ, რომ გამჭვირვალობის შესახებ მიიღონ ახალი და ეფექტური კანონმდებლობა. ევროპაშიც კი საზოგადოება და ევროპის მთავრობები მიიჩნევენ, რომ მათ ქვეყნებში არის გარე ჩარევის ძალიან დიდი საფრთხე და რისკები. შესაბამისად, საქართველო, რომელიც ევროკავშირისკენ ისწრაფვის და კანდიდატის სტატუსი აქვს, საქართველოსთვის ეს ერთიორად დიდი პრობლემაა იქიდან გამომდინარე, თუ როგორ რეგიონში ვცხოვრობთ ჩვენ და რა გამოწვევები არსებობს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები