არჩილ თალაკვაძე: სიტუაციის დაძაბვის მცდელობები, ეს არის პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი სცენარის ნაწილი

“ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებთან, მათ ლობისტებთან, რომელთაც საქართველოში დემოკრატიული არჩევნებით რაიმეს შეცვლის, მითუმეტეს ხელისუფლებაში მოსვლის ყოველგვარი შანსი აქვთ დაკარგული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სიტუაციის დაძაბვის მცდელობები, ეს არის პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი სცენარის ნაწილი.

“მიმდინარე მოვლენები, სიტუაციის დაძაბვის მცდელობები, ეს არის პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი სცენარის ნაწილი. რეალურად, ახალგაზრდების პროტესტის აგორებაც, საზოგადოებისთვის ცნობადი ადამიანების ჩართვაც ამ პოლიტიკურ პროცესში კანონის წინააღმდეგ. არგუმენტებისა და განხილვის სივრცის მაქსიმალური დაკეტვის მცდელობები იყო, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი სცენარის ნაწილი

„ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებთან, მათ ლობისტებთან, რომელთაც საქართველოში დემოკრატიული არჩევნებით რაიმეს შეცვლის, მითუმეტეს ხელისუფლებაში მოსვლის ყოველგვარი შანსი აქვთ დაკარგული. არ აქვთ ამის იმედი, არაერთ არჩევნებში დამარცხდნენ და კვლევებით იციან, რომ ამ არჩევნებსაც აგებენ ოქტომბერში. სწორედ ამიტომ სჭირდებათ ესკალაცია, სწორედ ამიტომ სჭირდებათ ძალადობრივი პროცესი. მინდა ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ისინი ემზადებიან შემდეგი თვეების განმავლობაშიც და გეგმავენ პროცესების დესტაბილიზაციას“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები