გიორგი ვოლსკი: გამჭვირვალობის კანონპროექტის დღევანდელ განხილვაზე ოპოზიციას არანაირი ახალი არგუმენტები არ წარმოუდგენია

,,გამჭვირვალობის კანონპროექტის დღევანდელ განხილვაზე ოპოზიციას არანაირი ახალი არგუმენტები არ წარმოუდგენია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

„არის ერთი განცხადება, რაც ვიცოდით – რომ შეიძლება, ეს ახლა საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ შემდეგ სახელმწიფო დაამძიმებს ამ კანონს და იტყვის, რომ ის, ვინც დარეგისტრირდება, აუცილებლად სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიებს დაექვემდებარება, როგორც ეს რუსეთშია. თუმცა, მე შემიძლია, გავიმეორო – არა რუსულ კანონს, ეს ჩვენი გზა არ არის. ჩვენი გზა არის ქართული კანონი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოში სტაბილურობის შენარჩუნებას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ამ საგანგებოდ მძიმე მდგომარეობაში, რაც მსოფლიოშია შექმნილი”,- აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები