გიორგი ვოლსკი: დანაშაულების ჩამდენი ხალხი, სისხლით ხელებზე, დღეს უპირისპირდება სტაბილურობას

,,მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, ორგანიზაცია სერიოზულ შეცდომას უშვებს, იმავე შეცდომას, რაც 2008 წლის წინა პერიოდში მოხდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, დანაშაულების ჩამდენი ხალხი სისხლით ხელებზე, დღეს უპირისპირდება სტაბილურობას.
„აგერ სულ 4 კილომეტრშია ოკუპირებულ ტერიტორიაზე რაკეტები განლაგებული, 4 კილომეტრში ანაკლიიდან მაგალითად, ან 700 მეტრში არის ტანკი და სარაკეტო სისტემები დამიზნებული საქართველოს ინფრასტრუქტურაზე. ფოთთან, იქვეა. ასე რომ, რეალურად საფრთხე მომდინარეობს იქიდან, არა მხოლოდ ოკუპაციის თემიდან გამომდინარე, არამედ ზოგადად მსოფლიო ჯახიდან გამომდინარე.

მინდა კიდევ ერთი რამ ვთქვა. რას წარმოადგენს „ქართული ოცნების“ გუნდი? ეს ის გუნდია, ვინც ახლა, ამ დღეებში იმუშავა და ევროპის საბჭოს 40 ქვეყანასთან ერთად გადაწყვიტა, რომ უნდა შეიქმნას ტრიბუნალი, სადაც რუსეთის საკითხს განიხილავენ უკრაინაში შეჭრის გამო. 4 სასამართლო მოვიგეთ. ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდების საყურადღებოდ ვამბობ. და არის მეორე ჯგუფი, რომელმაც ხელი მოაწერა იმას, რომ რუსეთის შემოჭრა საქართველოში ლეგიტიმური იყო, გაამართლა ოკუპაცია და გადასცა სტრატეგიული ობიექტები და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გააწევრიანა რუსეთი.

ამ დანაშაულების ჩამდენი ხალხი სისხლით ხელებზე, დღეს უპირისპირდება სტაბილურობას, რომელიც საქართველოში ესოდენ მნიშვნელოვანია. მეორე მხარეს ვართ ჩვენ, ვინც ვფიქრობთ, რომ თავის არიდება ამ მსოფლიო დონის ჯახისგან, ცეცხლის არ გადმოატანა საქართველოში არის მთავარი. ომის საშიშროება არის რეალური“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები