შალვა პაპუაშვილი – დავით ხაჯიშვილს: ქართველი კი არა, ნამდვილი იანუკოვიჩი, თქვენი პარტიის ლიდერი სააკაშვილი ზის ციხეში, ნამდვილი უკრაინელი იანუკოვიჩი

ნამდვილი უკრაინელი იანუკოვიჩი, თქვენი პარტიის ლიდერი სააკაშვილი ზის ციხეში, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, დავით ხაჯიშვილს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ქართველი იანუკოვიჩი უწოდა.

„ქართველი კი არა, ნამდვილი იანუკოვიჩი, თქვენი პარტიის ლიდერი სააკაშვილი ზის ციხეში, ნამდვილი უკრაინელი იანუკოვიჩი. ნამდვილი. თქვენი ლიდერი არის ნამდვილი, თან უკრაინელიც არის. უკრაინელი ლიდერი გყავთ,“ – მიმართა პაპუაშვილმა ხაჯიშვილს.

ცნობისთვის, მანამდე, ენმ-ს დეპუტატმა უმრავლესობას მიმართა, რომ მათ მხოლოდ ქართველი იანუკოვიჩის, ბიძინა ივანიშვილის ესმით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები