პოლიცია რუსთაველზე აქციის დასაშლელად კვლავ წყლის ჭავლს იყენებს

სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დასაშლელად კვლავ წყლის ჭავლს იყენებენ.

წყლის ჭავლის გარდა, პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად სხვადასხვა საპოლიციო ზომას მიმართა, მათ შორის აქციაზე ცრემლსადენი გაზი კიდევ ერთხელ გაუშვეს.

დაშავებულთა შორის არიან მედიის წარმომადგენლები და პოლიციელები.

მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება, გაავრცელა, რომ „აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები