რუსთაველზე აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენეს და ცრემლსადენი გაზი ისევ გაუშვეს

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენეს.

აღნიშნული ზომები მას შემდეგ გაიმეორეს, რაც დარბევის პირველი მცდელობის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ.

წყლის ჭავლის გარდა, პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად სხვადასხვა საპოლიციო ზომას მიმართა, მათ შორის აქციაზე ცრემლსადენი გაზი კიდევ ერთხელ გაუშვეს.

დაშავებულები არიან მომიტინგეები, მედიის წარმომადგენლები და სამი პოლიციელი.

მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება, გაავრცელა, რომ „აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები