აქციის მონაწილეებმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა საგნით გზის ჩახერგვა დაიწყეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა საგნით გზის ჩახერგვა დაიწყეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ყველა გზას გამოიყენებენ რათა მოახდინონ სავალი გზის გადაკეტვა.

ტერიტორია ჩახერგილია ნაგვის ურნებით, სკამებითა და ჯებირებით.

ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

აღნიშნულს წინ უძღოდა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ „აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები