პარლამენტთან კვლავ გაისმა შსს-ს გამაფრთხილებელი განცხადება მონაწილეებისადმი რომ დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ნორმები

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ გაისმა შსს-ს გამაფრთხილებელი განცხადება დემონსტრანტებისადმი, რომ დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ნორმები.

აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს კანონით გათვალისწინებულ საზღვრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

სამინისტრომ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელის ბლოკირება სცადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები