პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვეს – არიან დაშავებულები

პოლიციამ პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვა. არიან დაშავებულები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადები პირველად დახმარებას ადგილზე უწევენ.

ამასთან, სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დასაშლელად წყლის ჭავლს იყენებენ.

პოლიციამ აქციის მონაწილეების დაშლა ცოტა ხნის წინ დაიწყო.

რამდენი მოქალაქეა დაშავებული და დაკავებულების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები