სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო

სპეცრაზმმა საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყო.

ცოტაა ხნის წინ სამართალდამცველებმა საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო. აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

მანამდე პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი რამდენჯერმე გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები