მამუკა მდინარაძე: დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა იმ 200 000-ზე მეტ მოქალაქეს, რომელმაც გუშინ მთელ მსოფლიოს და არა მხოლოდ საქართველოს აჩვენა, რამდენად დიდია ერთობის ძალა

“დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენი დღევანდელი ოპონენტები ასეთ დღეში არიან”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთელმა მსოფლიომ ნახა ერთობის ძალა.

„დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა იმ 200 000-ზე მეტ მოქალაქეს, რომელმაც გუშინ მთელ მსოფლიოს და არა მხოლოდ საქართველოს აჩვენა, რამდენად დიდია ერთობის ძალა, რამდენად დიდია სიმართლის ძალა, რამდენად დიდია სამშობლოს სიყვარულის ძალა, ეროვნული იდენტობის და ყველაფერი ქართულის ძალა, რამდენად შეგვიძლია ქართველებს, ამით ვიამაყოთ.

დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენი დღევანდელი ოპონენტები ასეთ დღეში არიან, როგორც არიან ამ ხალხის დამნახველები. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ეს ყველაფერი არა ჩვენ, არამედ მათ უზრუნველყვეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები